14.სექტემბერი .2021 12:06

ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობის დრო გახანგრძლივდეს - "ქვევრის" დამფუძნებელი

ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობის დრო გახანგრძლივდეს - "ქვევრის" დამფუძნებელი
views 259
უკან

რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბესლანძე ამბობს, რომ რესტორნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობის დრო გახანგრძლივდეს.

საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის კვების ობიექტებს მუშაობა 22:00 საათამდე აქვთ ნებადართული.

"სამუშაო საათების და დახურულ სივრცეებში ხალხის რაოდენობის შეზღუდვა, ჯერჯერობით, არის უმთავრესი პრობლემა. ჩათვალეთ 21:00 საათზე უკვე უნდა მოვრჩეთ მუშაობას. ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო და იმედია, გადაიწევს მუშაობის დრო. ვაპირებთ ამაზე ვისაუბროთ“, - თქვა ბესლანძემ.

განცხადება მან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ახალი პლატფორმის - Covidpass.moh.gov.ge-ს პრეზენტაციამდე გააკეთა და თქვა, რომ რესტორანში ამ პრაქტიკას აუცილებლად დანერგავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წინგადადგმული ნაბიჯი; მთავარია ამ ყველაფერს მოჰყვეს რეგულაციების შემცირება. პორტალს დავნერგავთ, ვნახავთ, ვიმუშავებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ცოტათი რეგულაციები შეგვიმცირდება“, - განაცხადა რესტორნის მფლობელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა