„ძალიან სწრაფად მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაცია“, - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ აზარტული თამაშების ბიზნესზე საუბრისას BMG DRIVE-ში განაცხადა. საუბარია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაზე, 25 წლამდე პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის თამაშის უფლების აკრძალვაზე.
გიორგი პაპავას თქმით, ამ რეგულაციის შედეგად, სავარაუდოდ უფრო ნაკლები ადამიანი გაღარიბდება აზარტული თამაშების გამო, თუმცა, ამ ეფექტის გაზომვას დრო ესაჭიროება.
„ამის სოციალური ეფექტი, ანუ ხალხი ისევ ღარიბდება თუ არა, მაგ ეფექტის მასშტაბი დარწმუნებული ვარ შემცირდება, მაგრამ რაღაც დრო უნდა გავიდეს და მონაცემებიც მეტი გვქონდეს. ამ აზარტული ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც უფრო მეტი მიმღებლობა უნდა ჰქონდეთ მათ სექტორში ანალიზის ჩატარების და მერე უკვე ამ შედეგის გაზომვა და ალტერნატიულ რეგულაციებზე ფიქრი შეგვეძლება.
ძალიან სწრაფად მივიღეთ ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელმაც არა მარტო ამ ინდუსტრიაზე, არამედ ზოგადად საინვესტიციო გარემოზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. გარედან, რომ შეხედო ქვეყანაში რაღაც ბიზნესი ძალიან მომგებიანი იყო, ადგილობრივმა ფირმებმა კომპანიები უცხოელებზე გაყიდეს და მერე უცებ მთავრობამ რეგულაციები შემოიღო, რამაც ბიზნესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
მიმდინარე წლის მარტიდან საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა, რაც მედიაში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს. ასევე, აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციები კვლავ მკაცრდება. პარლამენტმა უკვე დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც გემზე კაზინოების აკრძალვას და ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის დამატებითი ნებართვის შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებით, ყველა პირს ონლაინ თამაშობების მოსაწყობად ახალი ნებართვა დასჭირდება. კერძოდ, სანებართვო მოსაკრებელი თითოეული ონლაინ თამაშობების მოსაწყობად 100 000 ლარი იქნება. აზარტული თამაშობის ბიზნესს ვალდებულება აქვს 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოსვლა და ნებართვების აღება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი