07.აგვისტო .2020 18:25

„ძალიან თავმდაბალი მთავრობა ვართ“ - ნათია თურნავა

views 441
უკან

„ძალიან თავმდაბალი მთავრობა ვართ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

სოციალურ ქსელებში, პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან ხშირია კრიტიკა მთავრობის მიმართ, თუ რა საჭიროა ყოველდღიურად იმის შეხსენება, რომ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა stopcov-ფონდს 100 მლნ ლარი შეწირა.

თურნავა ფიქრობს, რომ საზოგადოებისთვის ამ ფაქტის შეხსენებით არაფერი შავდება და კარგია, თუ მეტი მოსადავებელი არაფერია.

„ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი, რადგან ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც ზედმეტი თვითპიარით ვართ გატაცებულები. ვისაც წინა ხელისუფლება ახსოვს, დამეთანხმება ამაში. რაც შეეხება იმას, რომ კოვიდ ფონდი იხარჯება ახლა და შეგროვებული 130 მილიონიდან 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი - ეს არის ფაქტი. ძალიან ბევრი კითხვა იყო, როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ. ვხარჯავთ ახლა ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერში, ე.ი სწორად ვიქცევით“, - განაცხადა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა