მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ვცდილობდით პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას, თუმცა 5-7%-ით გაზრდა მოგვიწია - "ნიკორა"

61be28f6cff30
ინგა მურუსიძე
19.12.21 00:13
615
კომპანიამ რთული პერიოდი გაიარა, რაც ძირითადად დაწესებული კოვიდ-შეზღუდვებით და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებით იყო გამოწვეული, - ასე აფასებს პანდემიურ პერიოდს bm.ge-სთან საუბარში ს.ს. „ნიკორას“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ბოქოლიშვილი.

„პანდემია აისახა ყველაზე და მათ შორის ჩვენზეც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კვების პროდუქტების სფეროში ვართ, რასაკვირველია, ისეთი ზემოქმედება ჩვენზე არ ყოფილა, როგორიც არა პირველადი მოხმარების საგნებსა და სხვა ბიზნესების შემთხვევაში იყო. თუმცა პრობლემები გვქონდა მრავალი მიმართულებით - მაგალითად, უმნიშვნელოვანესი იყო დაგვეცვა თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, აგვერიდებინა ვირუსის გავრცელება და უზრუნველგვეყო წარმოების, მომარაგებისა და სავაჭრო ქსელის გამართული მუშაობა, რასაც წარმატებით გავართვით თავი. გარდა ამისა, გამოწვევა იყო
„ლოქდაუნების“ დროს თანამშრომლების ტრანსპორტირება, რაც საკმაო ხარჯებს უკავშირდებოდა“, - ამბობს ბოქოლიშვილი.

თუმცა მისივე განმარტებით, მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, გაყიდვები 2019 წელთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ აქვე აღსანიშნია, რომ გაყიდვები მომატებულია უფრო მეტად დაბალი საფასო სეგმენტის პროდუქციის გაყიდვების ხარჯზე.

ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, მიუხედავად დიდი მცდელობისა კომპანიას მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასების მომატება მაინც მოუწია.

„ძალიან ვცდილობდით ფასების შენარჩუნებას, მაგრამ ოქტომბერში მოგვიწია 5-7%-ით გაზრდა. ეს გამოწვეული იყო ორი ფაქტორით, კერძოდ ლარის კურსის ცვლილებითა და მსოფლიოში, ნედლეულზე ფასების ზრით. რაც შეეხება მოლოდინს და ტენდენციას, ამ ეტაპზე ფასების მეტად ზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - აღნიშნა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა.დღეისთვის ფასების ზრდა დღის წესრიგში არ დგას - „ნიკორა“