მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ვწუხვარ, რომ მეორე ტურშიც ასეთი პოლარიზებულია გარემო და მწვავეა რიტორიკა - ჰარცელი

617cf445202e4
ინგა მურუსიძე
30.10.21 11:33
580
"ევროკავშირი წლებია აკვირდება არჩევნებს, მათ შორის საარჩევნო გარემოს; ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს სოლიდური და სანდო", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. ის არჩევნებს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მეორე ტურის დროსაც ასეთი პოლარიზებულია გარემო და მწვავეა რიტორიკა; მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება შედეგები, აუცილებელია დამაკავშირებელი ხიდების შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ მის საბოლოო პოზიციას ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოაქვეყნებს.

ამასთან, ელჩის თქმით, დღეს არის არჩევნების დღე და ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნან პოლიტიკა.

„აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ და მოვუწოდებ რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს, გამოვიდნენ და არჩევანი გააკეთონ, რადგან, როგორც ვიცით, არჩევნები არ განისაზღვრება უმრავლესობის სურვილით, ის განისაზღვრება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გადაწყვეტენ გამოსვლას და ხმის მიცემას, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ ამომრჩევლებს დღეს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში ექნებათ“, - განაცხადა ელჩმა.

ჰარცელმა ასევე ისურვა, რომ მედიას შეუზღუდავად მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

დიპლომატის განცხადების თარგმანს "რუსთავი 2" ავრცელებს.