ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, სვანეთში უკანონო მაინერების ამოღების მიმართულებით, ოპერაციები გააგრძელონ. თემაზე მან bm.ge-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი ხედვა არის მკაცრი და რადიკალური, უნდა გაგრძელდეს ოპერაცია ძალოვანი უწყებების მხრიდან, რასაც ჰქვია მაინინგის ამოღება და დალუქვა. თუ არ გადაიხდიან ელექტროენერეგიის საფასურს, ვერ მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება. მოსახლეობას არავინ ერჩის, რაც არის ძველი შეთანხმება, ამას არავინ ცვლის და მოსახლეობას გადასახადებს არავინ ახდევინებს, თუმცა კომერციულმა ობიექტებმა და მაინინგის მფლობელებმა უნდა გადაიხადონ გადასახადები, ხოლო თუ არ გადიხდიან, ელექტროენერგია უნდა გაითიშოს“, - ამბობს დავით ნარმანია.
წამყვანის კითხვაზე - კომპანიამ მიმართა თუ არა სემეკს და რა იყო უწყების პოზიცია, ნარმანია პასუხობს, რომ "სემეკი 100%-ით „ენერგოპრო-ჯორჯიას“ მხარეს არის".
„კომპანიამ არაერთხელ მოგვმართა და არაერთი ცხარე განხილვა გვქონდა მარეგულირებელ კომისიაში. კომისია 100%-ით არის კომპანიის მხარეს. ჩემი, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ხედვა არის ის, რომ გაგრძელდეს საქმის კეთება და ძალოვანმა უწყებებმა მიხედონ იმას, რაც მისახედია. დარწმუნებული ვარ, ოპერაციები გაგრძელდება. ამოღების ოპერაციები უნდა გაგრძელდეს; როცა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, ეს არის უკანონო - ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, - თქვა დავით ნარმანიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ