მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძიძა, მძღოლი და სხვა კატეგორიის უმუშევრად დარჩენილები დახმარებას ვერ აიღებენ

5ea70e199c9f1
თამთა ჯიჯავაძე
27.04.20 21:00
8725
ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი თვითდასაქმებულების აღრიცხვის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, და სხვა ქვეყნებსაც აქვს ეს პრობლემა.

„ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მსოფლიო მასშტაბით არის ეს პრობლემა. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს აუცილებლად ცნობა გაცემული. იმ შემთხვევაში თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო ამ შემთხვევაში ლიცენზია ნებისმიერი სახლის სახის მუნიციპალური დაწესებულებიდან იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი, იმისათვის რომ მან დახმარება მიიღოს“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა რომ მიიღოს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, რაც დახმარების გაცემას უკავშირდება.