მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძირითადი სასურსათო პროგრამის სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებები შევიდა

5ea7f238d26e6
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.20 13:04
2062
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების პროგრამაში შესული ცვლილებით, სახელმწიფო პროდუქტების ფასის სუბსიდირებას 15 ივლისამდე განახორციელებს.

BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ განუცხადა, რომ სახელმწიფო პროდუქტის კურსთაშორის სხვაობას ფარავს 15 მარტი - 15 მაისის პერიოდისთვის, ანუ პროდუქტი იმისთვის რათა ანაზღაურდეს ქვეყანაში 15 მაისამდე უნდა იყოს შემოტანილი, ხოლო 15 ივლისი კი არის თარიღი, სადამდეც იმპორტიორებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი იმის თაობაზე, რომ მათ 15 მაისის ჩათვლით ქვეყანაში სასურსათო პროდუქტები შემოიტანეს და სურთ მიიღონ სახელმწიფოს თანადაფინანსება.

პროგრამაში შესული ცვლილებით, ასევე შეიცვალა საქონლის ჩამონათვალი და მასში ამჟამად 7 პროდუქტი შედის. ეს კი იმის გამო, რომ რამდენიმე კვირის წინ, მას ხორბლის იმპორტის თანადაფინანსების კომპონენტი გამოეყო.

ამჟამად დასაფინანსებელი პროდუქტებია - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და ლობიო.

დაფინანსების სისტემა ასეთია:

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის საბაჟო ღირებულების სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით არაუმეტეს იმპორტირებული პროდუქტის საბაჟო ღირებულებასა და 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით უკანასკნელად იმპორტირებული შესაბამისი პროდუქტ(ებ)ის საბაჟო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობაზე, სააგენტოს მიერ დადგენილი სუბსიდიის გამოთვლის წესის მიხედვით;
ბ) სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის საბაჟო ღირებულებაზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს სამსახური და აცნობებს სააგენტოს;
გ) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით ან პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის ამოწურვამდე.