2020 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი, მეორე და მესამე კვარტალი იყო ურთულესი კვარტლები, რაც ზოგადად გაგვივლია, - ამის შესახებ „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ბაზარმა გასულ წელს გამოცოცხლება მეოთხე კვარტალში დაიწყო, რა დროსაც „ალდაგში“ პრემიების ზრდა უკვე შეინიშნებოდა.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიურ ჭრილში ზრდა 90%-ია. კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 667,3 მლნ ლარის პრემია მიიზიდეს, რაც 6,7%-იან ზრდას ნიშნავს.
„ძირითადი ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ანუ, თუ დეტალურად ჩავხედავთ, ამოვიკითხავთ, რომ ზრდის უმეტესი ნაწილი გამოწვეულია ჯანმრთელობის დაზღვევით, ხოლო არასიცოცხლის დაზღვევას ჰქონდა 3%-იანი ზრდა", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, 2020 წელი „ალდაგისთვის“ იყო ერთგვარი გამოცდა:
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა და ბიზნესის უწყვეტობა, რათა არცერთი დღე არ შეფერხებულიყო და ჩვენს კლიენტებს არ ეგრძნოთ, რომ ჩვენ მუშაობა ან ზარალების გადახდა შევაფერხეთ. ამან გამოიწვია პრემიების სტაბილურად შენარჩუნება და 2020 წლის განმავლობაში ორჯერ მეტი ზარალის ანაზღაურება შევძელით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საცალო კლიენტებისთვის გაციფრულებული სერვისების შეთავაზება“.
ამასთან, როგორც „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, 2020 წელს გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ ახალი პროდუქტებიც გამოუშვა და გაციფრულების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რაც შეეხება 2021 წელს, გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს წელი იქნება ინვესტირების წელი კომპანიაში როგორც გაციფრულების, ასევე ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომის მიმართულებით.
ცნობისთვის, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 915 მლნ ლარია, კაპიტალი - 279 მლნ ლარი. ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი