მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერმა წვიმამ ღრმაღელეზე GWP-ის წყალსადენის ქსელი დააზიანა - ქუჩები, სადაც წყალმომარაგება შეიზღუდება

626e4f4aa7ee0
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 13:09
3206
გასული ღამის განმავლობაში, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ღრმაღელის ტერიტორიაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც 1-2 მაისს წყალმომარაგება რამდენიმე რაიონის კონკრეტულ ქუჩებზე დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„დღეს, 1 მაისს, ღრმაღელეს წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ ქსელზე დაზიანებები მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ და უხვა ნალექმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განმარტავენ კომპანიაში და რაიონებისა და ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებენ, სადაც წყალმომარაგება შეიზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს 1 მაისის დღის 12:00 საათიდან ხვალ 2 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ჩუღურეთის რაიონში - სამშვილდის, მარუაშვილის, სამურზაყანოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, გუმათის, ხუდადოვის, მახათას, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გედევანიშვილის, სარკინეთის, მახათას აღმართის, ივერთუბნის, აგიაშვილის, შერვაშიძის, განთიადის, არაგვისპირელის, ყუბანეიშვილის, რეხის და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში - ფშავის, მუჯირიშვილის, საინგილოს, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ავლაბრის, სართიჭალას, ბზიფის, აწყურის, საბანაკო დასახლებას, ტატიშვილის, უზნაძის, ბუცხრიკიძის ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, .ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ღვინის აღმართს, მეტეხის აღმართს, 300 არაგველის, ბოდბის, ლუსინიანის, კაჩინსკის, დიდგორის, წულაძის, გაბრიელ სალოსის, მოსკოვის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში - გეგუთის, სვირის, მირზაანის, ჟღენტის, გომარეთის, ახტალის, ლოტკინის მთის, ხერთვისის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ზედაზენის, ახალ მოწამეთა, ღრმარელის, სანზონის, კაჭრეთის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს, ჩარგლის, ზიგზაგის, გავაზაურის, ილურიძის, ხევსურეთის, სვანეთის, სააკაძის, წიკლაურის ქსოვრელის და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის, - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.