05.სექტემბერი .2019 16:38

ძმის პოლიტიკური კურსის უკმაყოფილების გამო, ჯო ჯონსმა თანამდებობები დატოვა

უკან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ძმამ ჯო ჯონსონმა დეპუტატის და მინისტრის პოსტები დატოვა. განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით კონსერვატიული პარტიის წევრმა სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

‘’ოჯახისადმი ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ვიყავი  გაჭედილი. ეს მოუგვარებელი  დაძაბულობაა,   შესაბამისად,  დროა, ჩემი დეპუტატის და მინისტრის თანამდებობა სხვამ დაიკავოს“- დაწერა კანონმდებელმა.

ჯო ჯონსონი თემთა პალატის წევრი იყო, ამავდროულად უნივერსიტეტებისა და მეცნიერების სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.

პოლიტიკოსმა 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმში გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.