მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძუნწი ბეზოსი": მილიარდერს მოკრძალებული შემოწირულობების გამო აკრიტიკებენ

5e1e09c90c94e
მარიამ ადამია
15.01.20 00:15
1523
ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსმა, 690 ათასი დოლარის შემოწირულობა გაიღო ავსტრალიისთვის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არცერთი კეთილი საქმე შეუმჩნეველი არ რჩება მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დიდ თანხაზეა საუბარი, არც ეს გამორჩენია აუდიტორიას, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ "ამაზონის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მილიონ ავსტრალიურ დოლარს გადარიცხავდა.

თანხის რაოდენობამ გამოიწვია კრიტიკა, რადგან ადამიანი, რომელიც წუთში 149,43 ათას დოლარს გამოიმუშავებს, გამოდის რომ მხოლოდ 4,6 წუთში გამომუშავებულ ფულს რიცხავს ქველმოქმედებაში, ამიტომაც მას „ძუნწი ბეზოსი“ უწოდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ბეზოსი ერთი მთლიანი დღის მუშაობის თანხა გადარიცხავდა, ჯამში 215 მილიონი დოლარი გამოვიდოდა.

ასევე სოციალურ ქსელში დააფიქსირეს ის ფაქტიც, რომ მასზე გაცილებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებმა, ავსტრალიის დასახმარებლად, უფრო მეტი გადარიცხეს, ვიდრე მილიარდერმა.

რაც შეეხება მსოფლიოს დანარჩენ მდიდარ ადამიანებს, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა კაილი ჯენერმა, აღნიშნული ქველმოქმედების მიმართულებით, მილიონი დოლარი გადარიცხა, ამდენივე გაიღო მელბურნში დაბადებულმა ელტონ ჯონმაც.