მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველ iPhone–ებში ინტერნეტი აღარ ჩაირთვება - რა უნდა გააკეთოთ შეფერხების თავიდან ასაცილებლად?

5dc063debea6d
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 21:41
2722

iPhone-ისა და iPad-ის ძველი მოდელების მფლობელები ვერ შეძლებენ ინტერნეტთან დაკავშირებას, თუ ისინი სმარტფონებზე პროგრამულ უზრუნველყოფას არ განაახლებენ. 2012 წლამდე წარმოებულ  მოწყობილობებზე ხარვეზის დაფიქსირება დღეს, დღის ბოლოდან არის შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი Apple–ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხმარებლებმა იმისათვის, რომ ინტერნეტთან დაკავშირება მოახერხონ, აუცილებელია უახლოესი პროგრამა დააინსტალირონ.  ქსელის გათიშვის თავიდან ასაცილებლად, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების 10.3.4-ის ან 9.3.6.-ის დაყენება საკმარისი იქნება.

პრობლემები ძირითადად, iPhone 5, iPhone 4, iPad mini და iPad 2-ს შეეხება.


შეგახსენებთ, გასულ კვირას Apple–მა რეკორდული კვარტალური ანგარიში წარადგინა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, კვარტალური შემოსავალი 64 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.