2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11.1%-ით შემცირდა და 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია, თუმცა ამავე პერიოდში უმსხვილეს სავაჭრო საქონელში მოხვდა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტი 10 თვეში წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და 84.8 მლნ დოლარი შეადგინა. (წინა წელს ამ საქონლის კოდის ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 1 მლნ დოლარი იყო).
BM.GE დაინტერესდა რომელ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები.
საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის 10 თვეში აღნიშნული პროდუქტის საექსპორტო ბაზრები იყო:
1. ჩინეთი - 33.7 მლნ დოლარი, 12,066.34 ტონა;
2. ბულგარეთი - 30.9 მლნ დოლარი, 20,538.51 ტონა;
3. ესპანეთი - 15.0 მლნ დოლარი, 10,058.29 ტონა;
4. ავსტრალია - 5.1 მლნ დოლარი, 437.70 ტონა
აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში 2020 წელს ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 4 მიმართულებით 10 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ხოლო 2019 წელს პროდუქტის ექსპორტზე გატანა ოქტომბრიდან დაიწყო და ნოემბერ დეკემბერშიც გაგრძელდა.
2019 წელს სულ ჯამში 10.5 მლნ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონის მადნები 3 ქვეყანაში გავიდა.
1. ბულგარეთი - 7.3 მლნ დოლარი, 4,476.26 ტონა;
2. ჩინეთი - 2.0 მლნ დოლარი, 901.55 ტონა;
3. სინგაპური - 1.2 მლნ დოლარი, 501.29 ტონა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს აღნიშნული პროდუქტი ექსპორტზე არ გასულა. მანამდე კი 2017 წელს 1.2 მლნ დოლარის ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები საქართველოდან კორეაში გავიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა