მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მყარად ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის - კრამონი

6477822d53110
ალა ისპირიანი
31.05.23 20:55
498
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში გამოსვლას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“სუფთა ჰაერივითაა, ბოლოს და ბოლოს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირის მოსმენა, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ სურვილს წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო ზურაბიშვილო, ჩვენ ევროპარლამენტში მყარად ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, - წერს ფონ კრამონი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში გამოსვლას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც გამოეხმაურა:"ქართველები ევროპას საკუთარ სახლად ხედავენ და იმედი უნდა მივცეთ", - დაწერა მან. 

შეგახსენებთ: დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. 13 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს პირველად მიმართა.