15.ნოემბერი .2019 12:05

“ძვირი ჯდებით, მეგობრებო! ჩვენი ზომის ქვეყნებს 100-ზე მეტი პარლამენტარი არ სჭირდება”

views 5671
უკან

“ძვირი ჯდებით, მეგობრებო! ჩვენი ზომის ქვეყნებს 100-ზე მეტი პარლამენტარი არ სჭირდება”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში იურისტი ქეთი ქვარცხავა აქვეყნებს პოსტს.

ის ეხმაურება გუშინ პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან უნდა გადასულიყო.

“ელემენტარულია: თუ მოსახლეობის დაახლოებით 40% გიჭერს მხარს, პროპორციული სისტემით 150 კაციან პარლამენტში გყავს 60 დეპუტატი, მაჟორიტარული სისტემით - მინიმუმ 101 (30+[71] რადგან ვერ ერთი კონკურენტი შენზე მეტ ხმას ვერ მოაგროვებს 3-4 არამმართველი პარტიის მაჟორიტარი თუ გავიდა სადმე, ძალიან კარგი შედეგია). ანუ ისევ იმაზე მეტი დეპუტატი გყავს, ვიდრე შენი მოწონების პროცენტია ქვეყანაში და ისევ აკომპლექტებ ხელისუფლების სამივე შტოს.

და ამაზე უტიფრად გვეუბნებიან რა მნიშვნელობა აქვს, მაჟორიტარული იქნება თუ პროპორციულიო!? რატომღაც ხალხი ძალიან გამოტვინებული ჰგონიათ.

მე გეტყვით - საერთოდ მეტნი ხართ, ვიდრე საჭიროა, ჩვენი ზომის ქვეყნებს 100-ზე მეტი პარლამენტარი არ სჭირდება, ძვირი ჯდებით მეგობრებო!

ჩემი მოთხოვნა იქნებოდა - შემცირდეს პარლამენტარების რაოდენობა 100-მდე, სრულად გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე, დააბრუნეთ ხელისუფლების 3 დამოუკიდებელი შტო, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ბალანსს და გარანტიებს შექმნის! და საერთოდ, გეყოთ რა თამაში, დავიღალეთ, ნუ შეურაცხყოფთ თქვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტს!”,- წერს ქეთი ქვარცხავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა