მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

E-SPACE გარემოს დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის National Energy Globe Georgia 2019-ის ჯილდოთი დაჯილდოვდა

5d84b07007143
BM.GE
20.09.19 14:47
1936
E-SPACE გარემოს დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდა National Energy Globe Georgia 2019-ის ჯილდოთი. (ლინკი: https://www.energyglobe.info/georgia2019?cl=en&id=21258 )

ჯილდოს გადაცემის მცირე ცერემონია გაიმართება 24 სექტემბერს, საღამოს 5 საათზე E-SPACE შოურუმში (პირველი რესპუბლიკის მოედანი #6 ).

E-SPACE -ის წარმომადგენლებს ჯილდოს გადასცემენ: გეორგ კარაბაჯეკი - ავსტრიის კომერციული ატაშე საქართველოსა და თურქეთში, იოჰანეს ფელნერი - ავსტრიის კომერციული ატაშის მოადგილე საქართველოსა და თურქეთში, ანა ლატარია - Advantage Austria ოფისის ხელმძღვანელი.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაეწრებიან E-Space - ის კომპანიის დამფუძნებელები და მენეჯმენტი, ონლაინ მედიის წარმომადგენლები და ტელევიზია.

E-SPACE პირველი ქართული კომპანიაა, რომლის მიზანია ელექტრო მანქანების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში, კომპანია ასევე, ფლობს და ანვითარებს ელექტრო მანქანების დამტენების ქსელს საქართველოში.

E-SPACE გეგმავს თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში 100 მდე საჯარო დამტენის, ხოლო ძირითად გზატკეცილებზე რამოდენიმე სწრაფი დამტენის დამონტაჟებას.

E-SPACE-ის ქსელში უკვე 70-ზე მეტი ქალაქის დამტენია, რომელთა მოხმარება ელექტრომობილის მფლობელებისთვის ჯერ კიდევ უფასოა.

დამტენები საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლისთვის კომფორტულ ადგილებშია განთავსებული – სავაჭრო ცენტრების, სუპერმარკეტების, გასართობი ცენტრების, რესტორნების, ავტოგასამართი სადგურების, სასტუმროების და ა.შ. მიმდებარედ.

ასევე, ძირითად გზატკეცილებზე დამონტაჟებულია 7 სწრაფი დამტენი. სწრაფი დამტენის ტარიფის ნახვა შესაძლებელია e-space-ის აპლიკაციაში, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მარტივად, ტელეფონით შეძლონ დატენვის პროცესის კონტროლი. მისი გამოყენებით მანქანის მფლობელს შეუძლია ნახოს დამტენი რუკაზე, შეამოწმოს მიმდებარე ობიექტის შესახებ ინფორმაცია, აკონტროლოს დატენვის პროცესი, ნახოს რამდენია ხარჯი და გადაიხადოს ბარათის საშუალებით.

Helios energy Georgia: კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს მზის ენერგიის გამოყენებას და პოპულარიზაციას. ერთ წელზე მეტია, რაც Helios Energy საქმიანობას შეუდგა და წარმატებით განახორციელა ათობით პროექტი. კომპანიას ჰყავს გერმანელი პარტნიორები, რომლებიც Helios Energy-ის უზიარებენ ევროპული ხარისხის ცოდნას და გამოცდილებას და მეტიც, ისინი დაინტერესებული არიან ქართულ ბაზარზე უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი და დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში დაეხმარონ მის ქართველ კოლეგებს.

e-space ამ კომპანიის 20% წილის მფლობელია. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალებით გავუწიოთ პოპულარიზაცია ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებს და გავუზიაროთ პრაქტიკა დაინტერესებულ პირებს.

კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ელექტრომობილების ქსელის შექმნა:

• ელექტრომობილების პოპულარიზაცია
• ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება
• თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა
• ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაში წვლილის შეტანა.