მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

E-SPACE-მა ABB-ის სწრაფი დამტენების მომსახურების ლიცენზია მოიპოვა

5e4b93cc28054
BM.GE
18.02.20 22:15
990
კომპანია E-SPACE-სა და მსოფლიოში უმსხვილეს კომპანია ABB-ს შორის გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად, E-space-ის თანამშრომლებმა ნიდერლანდებში წარმატებით გაიარეს ABB-ს სწრაფი დამტენების მომსახურების სალიცენზიო კურსი.

"დღეს საქართველოს მასშტაბით e-space არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს: სწრაფი დამტენების მონტაჟის შემოწმება და ექსპლუატაციაში გაშვება; დამტენების საგარანტიო First Line სერვისის წარმოება, როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.

კურსის დასრულების შემდეგ, ჩვენს თანამშრომლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და ამით რასაკვირველია კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა ABB-სთან სწრაფი დამტენების მიმართულებით", - ნათქვამია E-SPACE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.