10.თებერვალი .2021 09:00

E-Space: მომსახურება ფასიანი უნდა იყოს, რათა ბაზარზე შემოსვლა სხვა მოთამაშეებსაც გაუმარტივდეთ

E-Space: მომსახურება ფასიანი უნდა იყოს, რათა ბაზარზე შემოსვლა სხვა მოთამაშეებსაც გაუმარტივდეთ
views 439
უკან

E-Space-ის მომსახურება ფასიანი ხდება. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ავთო შავიშვილი “საქმიან დილაში” განაცხადა, აღნიშნული კონკურენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“იქამდე მივედით, რომ E-Space-ის დამტენების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაზე ვიფიქროთ და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სერვისი ფასიანი გახდა. მომსახურება ფასიანი უნდა იყოს, რათა ამ ბაზარზე შემოსვლა სხვა მოთამაშეებსაც გაუმარტივდეთ. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ბაზარზე ერთადერთები ვიქნებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ როდესაც მომსახურება ფასიანი გახდება, მომხმარებლებს დავკარგავთ. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, კომპანია ქსელის განვითარებას აგრძელებს. ნებისმიერ კომპანიას, მაგალითად, რომელიმე კაფეს ან სასტუმროს, რომელსაც ჭკვიანი დამტენი ექნება, საშუალებას ვაძლევთ, ჩვენსავე აპლიკაციაში ჩაერთოს და თავადვე გადაწყვიტოს იმ კონკრეტულ ლოკაციაზე მისივე მომხმარებლებისთვის ელექტროდამტენზე რა ტარიფი უნდა დააწესოს", - აღნიშნა მან.

ავთო შავიშვილის თქმითვე, 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე საქართველოში 2 486 ელექტრომობილია რეგისტრირებული.

მისივე შეფასებით, ბაზარი მზარდია, თუმცა 2020-მა წელმა ყველა ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინა. საქართველოში გასულ წელს ელექტრომობილების ზრდა, დაახლოებით, 10-20%-ით შემცირდა, თუმცა მსოფლიოში ინდუსტრიას 20-დან 40%-მდე ზრდა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა