„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის, გიორგი კოდუას განცხადებით, კომპანია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის, თუმცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან დასტურს ვერ იღებს. გიორგი კოდუას თქმით, სააგენტოს ამერიკული სტანდარტები აქვს დასანერგი.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამოეხმაურნენ. BMG-თვის სააგენტოსგან მოწოდებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეარ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 2022 წლის დეკემბერში გაუუქმდა.
„შპს „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შპს. „ეარ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, ვინაიდან შპს „ეარ ჯორჯიას“ ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი - Airbus 330-343 ტიპის საჰაერო ხომალდი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად კი ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში საჰაერო ხომალდის არყოლა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთ პირდაპირ საფუძველს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სააგენტოში BMG-ს განუცხადეს, რომ „ეარ ჯორჯიას“ გასული წლის ივლისში მინიჭებული უფლებამოსილების მიუხედავად, სხვადასხვა მიმართულებით არც ერთი რეისი არ შეუსრულებია.
რაც შეეხება ფრენების დაწყებას აშშ-ს მიმართულებით. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ პირდაპირი ფრენების დაწყებას აშშ-ის მხრიდან სხვადასხვა სახის ნებართვა სჭირდება.
„ავიაკომპანიის მიერ აშშ-ს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებას ესაჭიროება სხვადასხვა ნებართვის მიღება აშშ-ის შესაბამისი უწყებებისგან. აქედან გამომდინარე, სააგენტო მოუწოდებს ავიაციის სფეროში ჩართულ სუბიექტებს, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და არ გაავრცელონ შეუსაბამო ინფორმაცია“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი