მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EarthRoamer-მა კემპინგისთვის განკუთვნილი მანქანა წარადგინა

5df7471a9a006
ნათია თაქთაქიშვილი
16.12.19 22:16
2086
საექსპედიციო მანქანების წარმოებაში წამყვანმა კომპანია EarthRoamer-მა კემპინგისთვის განკუთვნილი მანქანა წარადგინა. ოთხთვლიანი მანქანა Ford F-750-ის ბაზაზეა შექმნილი და მისი ღირებულება 1.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Business Insider-ი იუწყება.

EarthRoamer-ის მიერ შეთავაზებულ მოდელში 6 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. იგი პატარა ბინასაც მოგაგონებთ თავისი სრულყოფილი ინტერიერით. კემპინგისთვის განკუთვნილ მანქანას აქვს ტუალეტი, შხაპი, სამზარეულო, საცხოვრებელი ოთახი, სასადილო და დასაძინებელი სივრცე.

„კემპინგისთვის განკუთვნილი მანქანა არის ჩვენი ყველაზე ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თანმედროვე მანქანათმშენებლობის ბრწყინვალე მაგალითია, სადაც კარგად ერწყმის ერთმანეთს კომფორტი და დიზაინი,” - განაცხადა EarthRoamer-ის პრეზიდენტმა ტაილერ თათრომ.

კემპინგისთვის განკუთვნილ მანქანას 330 ცხენის ძალის ძრავა აქვს, რაც შესაძლებლობას ხდის იგი გამოიყენოთ მიუვალ ადგილებზე მისასველადაც. იგი ასევე აღჭურვილია LED განათებით, რაც მოგზაურობას კომფორტულს ხდის.