მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქცია 2,4%-ით გაძვირდა -საქსტატი

5fb7705a0516f
BM.GE
20.11.20 11:21
1165

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს აქვეყნებს.

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.5%-ით გაიზარდა.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7.9%-ით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 8.3%-ით.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასები შემცირდა 7.3%-ით.

 

 

ამასთან, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა. ფასების 1.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. 

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.%-ით. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7.7%-ით, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების
პროდუქციაზე 36.6%-ით.

 

 

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 3.3 პროცენტიანი ზრდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 4.4%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე 8.8 პროცენტიანი კლება ფიქსირდება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 9.2 პროცენტიანი ზრდა.