მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ი ჯავშნების 250%-იან ზრდაზე აცხადებს

6006e48870ac4
ნათია თაქთაქიშვილი
19.01.21 21:00
782
ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet-ი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯავშნების 250%-იან ზრდაზე აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ჯავშნების ასეთი ზრდა ავიაინდუსტრიას აიმედებს, რომ ზაფხულის სეზონისთვის, როდესაც „ლოქდაუნები“ მოიხსნება, მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზრდება.

”ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგზაურობაზე მოთხოვნა არსებობს. ჯავშნების 250 პროცენტიანი ზრდა კი მეტყველებს, რომ მოსახლეობას საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ და ამას წინასწარ ადგენენ“,- განაცხადა EasyJet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა იოჰან ლუნდგრენმა.

EasyJet-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის მიერ ყველა სამოგზაურო დერეფნის დაკეტვასაც გამოეხმაურა, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა და წინასწარი მონაცემებით, 15 თებერვლამდე იქნება ძალაში. იოჰან ლუნდგრენის განცხადებით, ახალი რეგულაცია ავიაკომპანიაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს მოკლევადიან პერიოდში, რადგან ფრენები მსოფლიოს მასშტაბით ისედაც შეზღუდულია პანდემიის გამო.