მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ი კორონავირუსის გამო ფრენებს სრულად აჩერებს

5e81ddb4da8bc
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.20 16:15
807
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი აცხადებს, რომ კომპანია ფრენებს მთლიანად აჩერებს „უპრეცედენტო აკრძალვების“ გამო, რომელბიც მთავრობებმა მსოფლიო მასშტაბით ვირუსული პანდემიის გამო დააწესეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება თუ როდის აღადგენს ფრენებს, მაგრამ აცხადებს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას სამთავრობო ორგანოებთან, რომლის მიხედვითაც, EasyJet-მა ბრიტანელები სამშობლოში უნდა დააბრუნოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავიაკომპანიამ მსგავსი ტიპის 650 ფრენა შეასრულა და 45,000 ადამიანი დააბრუნა სამშობლოში.

EasyJet-ის სათაო ოფისი ლონდონის Luton Airport-შია განთავსებული. ავიაკომპანიას 331 თვითმფრინავი ჰყავს. ჩვეულებრივ პირობებში, EasyJet-ი 159 აეროპორტს ემსახურება და 1,051 მიმართულებით დაფრინავს.