მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ის ეკიპაჟის წევრები იმუნიზაციის ცენტრებში დასაქმდებიან

5fff02b9dbe76
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.21 22:00
933
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ის ეკიპაჟის წევრები დიდი ბრიტანეთის მასშტაბით განლაგებულ იმუნიზაციის ცენტრებში დასაქმდებიან, რისთვისაც შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, EasyJet-ის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ მათი ასობით თანამშრომელი ჩაერთვება იმუნიზაციაში, რაც ქვეყანას ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდასა და დაჩქარებაში დაეხმარება.

„შესაბამისი ტრეინიგების გავლის შემდეგ, დაახლოებით, ჩვენი 3000 თანამშრომელი ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში. ისინი დასაქმდებიან ლონდონში, ბრისტოლში, მანჩესტერში, ლივერპულში, ედინბურგსა და  გლასგოში განთავსებულ იმუნიზაციის ცენტრებში“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, EasyJet-ი უკიდურესად შემცირებული განრიგით ოპერირებს და მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის საფუძველზე თანმშრომელთა შენარჩუნებას ახდენს. 

გამოცემა წერს, რომ შესაბამისი ტრეინინგების გავლის შემდეგ, გასული წლის დეკებერში British Airways-ის 1,500-მდე თანამშრომელი გაერთიანებული სამეფოს კოვიდ ცენტრებსა და წითელ ჯვარში უკვე დასაქმდა.