26.ნოემბერი .2019 15:51

eBay-მ ბილეთების გაყიდვის სერვისი StubHub-ი $4 მილიარდად გაყიდა

views 254
უკან

ამერიკულმა ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა eBay-მ ბილეთების შეძენის სერვისი StubHub მის შვეიცარულ კონკურენტს Viagogo-ს მიჰყიდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა. გარიგების ღირებულება $4,05 მლრდ-ია. გარიგების დასრულება 2020 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

შეთანხმების შედეგად StubHub კვლავ მისი დამფუძნბლის საკუთრებაში გადადის. ერიკა ბეიკერმა, რომელიც Viagogo-ს ფლობს, StubHub 2000 წელს დააფუძნა.

„დიდი ხანი მინდოდა ამ ორი კომპანიის გაერთიანება“, - ამბობს ბეიკერი თემის კომენტირებისას.

Viagogo 2006 წელს დაარსდა და მისი გავრცელების არეალი ძირითადად ევროპა, აზია, ავსტრალია და ლათინური ამერიკის ბაზრებია. StubHub-თან ერთად, რომლის მთავარი ბაზარიც აშშ-ია, გაერთიანებული კომპანია, დაახლოებით, 70 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.

eBay-მ StubHub-ი 2007 წელს იყიდა და მასში $310 მლნ გადაიხადა. ბოლო დროს eBay-ის ინვესტორები მათ შორის Elliott Management и Starboard Value ხშირად აკრიტიკებდნენ კომპანიას უსარგებლო აქტივების შენახვის გამო და მათ შორის StubHub-იც სახელდებოდა. ინვესტორების კრიტიკული დამოკიდებულება სექტემბერში გენერალური დირექტორის ცვლილების მიზეზიც გახდა. ჯერ კიდევ 2015 წელს eBay-მ PayPal-ის სერვისი დამოუკიდებელ აქტივად გამოყო.