მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ებრაელი დიპლომატები გაიფიცნენ - მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ისრაელის საელჩოები დახურულია

5db95a6ecb3fd
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 14:50
1774

ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მთელს მსოფლიოში 30 ოქტომბრიდან მასობრივი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის ნიშნად უცხოეთში მდებარე საელჩო და საკონსულო განყოფილებები დახურულია. ებრაული გამოცემების ცნობით, საელჩოები მოქალაქეებს არანაირ მომსახურებას არ გაუწევენ.



პროტესტის მიზეზად ისრაელის  ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება სახელდება, რომელიც უცხოეთში მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობებისთის დაფინანსების გადახედვას ითვალისწინებს.



ამ დროის მონაცემებით, პარიზში, ბერლინში, კიევში, მოსკოვში, ტორონტოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების დედაქალაქებში საელჩოები დახურულია; უცნობია, როდიდან მოხდება სამუშაო პროცესის განახლება. 


როგორც Times of Israel-ი იუწყება, ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ  დაფინანსების პროცედურის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისს მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ დიპლომატების მასშტაბური გაფიცვა პროფკავშირების ორგანიზებით მიმდინარეობს.