23.თებერვალი.2016 13:24
ბიზნესი

ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავენ

ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავენ
ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავენ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ტურიზმის სექტორში ებრაელი ინვესტორების დიდ დაინტერესებაზე საუბრობს. როგორც იციკ მოშემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საუბარია 6 პროექტზე, საიდანაც 5 თბილისის მერის, დავით ნარმანიას ისარელში ვიზიტისას დაიგეგმა. პროექტებს შორისაა: სასტუმრო "გერგეთი", სასტუმრო Art Hotel, სასტუმრო-ბუტიკი "რუსთაველი"; სასტუმრო აპარტამენტები და ბიზნეს ცენტრი.
 
"ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 მილიონ დოლარზე მეტია, რომლის 40% "რიქსოსის" პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა", - აცხადებს იციკ მოშე.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის თქმით, "რიქსოსის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი წლის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება ბუტიკის ტიპის სასტუმრო "რუსთაველის" პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია, სტუმრებს მიმდინარე წლის მაისიდან მიიღებს. 2017 წელს არის დაგეგმილი ასევე სასტუმროების - "გერგეთისა" და "Art Hotel"-ის გახსნა, რომელთა საერთო საინვესტიციო ღირებულება 37 მილიონი დოლარია.

"ისრაელიდან აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტორები არ გადიან. მთელი წლის განმავლობაში ერთი ინვესტორიც რომ ჩამოვიდეს საქართველოში ისრაელიდან, ჩათვალეთ, რომ საქართველო გახდება წამყვანი ქვეყანა ებრაელი ინვესტორებისთვის", - აცხადებს იციკ მოშე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.აპრილი.2019 20:00
169

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
360

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1007

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
398

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1108

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
268

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად