მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ებრაული კომპანია დაშბაშის კანიონზე 50 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

5f097de996298
BM.GE
11.07.20 12:47
2573
პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. ალგეთის ეროვნული პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, „დაშბაშის კანიონზე“ 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობა პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა.

მათივე ცნობით, „დაშბაშის კანიონის“ ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა.