მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: 2019, ასევე 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%–ით გაიზრდება

5dc5156f6b128
დავით ჯალაღონია
08.11.19 11:11
878
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 4.5 პროცენტით გაიზრდება.

გარდა ამისა, EBRD-ის მიმოხილვა საქართველოს სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებსაც მოიცავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა გარემომ ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა იქონია და ლარი, 2019 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში 9.4%–ით გაუფასურდა.

ამასთან, EBRD საქართველოს ტურიზმის სექტორის კუთხით მიმდინარე წლის ივლისში შექნილ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების მიუხედავად, ქვეყანა ამ გამოწვევის მიმართ მედეგი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ასევე 4.5%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, 2020 წელს კი – 5%–ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი საქართველოში 2020 წელს უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელის, ვიდრე ეს თავდაპირველად ივარაუდა. IMF პროგნოზს 4.8%-დან 4.3%-მდე ამცირებს.