ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბრისას EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვალუტის გაცვლით კურსთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან და ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ქვეყნის ტერიტორიაზე ეფექტიანად განაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადამცემი ხაზების მშენებლობას და EBRD-ი მზად არის ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამასთან, იურგენ რიგტერნიქმა აღნიშნა, რომ საქართველო EBRD-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია და ბანკი მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
მთავრობის მეთაურისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის გავრცელების გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დგამს, რათა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”,- ნათქვამია პრესრელიზში.
„ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან, რომელიც ამავდროულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველია საქართველოს მხრიდან. ქვეყნის მიერ 2019 წელს მიღწეული წინსვლა საკმაოდ შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, რაც გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების ოდენობის ზრდაზე აისახა - თითქმის 300 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განხორციელდა.
შეხვედრაზე სამომავლო პერსპექტივებიც განვიხილეთ და ბევრი შესაძლო პროექტი გამოვავლინეთ ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
2020 წელი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, არა მარტო იმის გამო, რომ მესამე კვარტალში არჩევნებია დაგეგმილი, არამედ კორონავირუსის მიზეზითაც. ეს ყველა ქვეყნისთვისაა გამოწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მისგან მომდინარე სავარაუდო ეფექტი. ის მთელს რეგიონზე მოახდენს გავლენას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი დიდ მნიშვნელობას ატარებს“, - განაცხადა იურგენ რიგტერნიქმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის