მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბერს? - რას ურჩევს WHO საქართველოს

5fdc71945d63f
ინგა მურუსიძე
18.12.20 13:15
1925
საქართველოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე სტუმრობს. მან პირველი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ქართული მედიის წარმომადგენლებმა სტუმარს ჰკითხეს, თუ რას ურჩევდა საქართველოს, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ევროპის არაერთი ქვეყანა წინასაახალწლოდ ზომებს ამკაცრებს.

„მარტში ლოქდაუნი ნიშნავდა სრულ გაჩერებას. მაშინ ყველა ქვეყანა გაოცებული იყო ვირუსის გავრცელებით და გადაწყდა გაჩერება. მაშინ ჩვენ ვცდილობდით ხალხის გადარჩენას. დღეს უკვე მეტი ცოდნა გვაქვს და შეგვიძლია ვმართოთ, თავი დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან. მაგრამ საჭიროა ბალანსის დაცვა, რაც ძალიან დელიკატური საკითხია.

უნდა გავატაროთ ის ზომები, რომ დავთრგუნოთ და შევწყვიტოთ ვირუსი, ასევე უნდა ვიფიქროთ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე, ასევე ოჯახში ძალადობის გაზრდილ ფაქტებზე, ადამიანები კარგავენ შემოსავალს, შშმ ბავშვები ვერ იღებენ დახმარებას ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით. აქ არ არსებობს სწორი ან არასწორი მიდგომა. უნდა იყოს დაცული ბალანსი შესაბამისი მეცნიერული დასკვნების საფუძველზე, რაც საქართველოში კეთდება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.