მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD COVID-19-ით დაზარალებული ქართული კომპანიების მხარდასაჭერად მზადაა

5e8b17686bd43
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 16:17
1515
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს გადაუდებელ დაფინანსებას ადგილობრივი კომპანიების მხადასაჭერად კორონავირუსის გავრცელების შედეგებთან საბრძოლველად. ამის შესახებ განცხადებას თავად EBRD ავრცელებს.

განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მმართველ დირექტორთან პატეო პატრონისთან და კავკასიის რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან. EBRD აცხადებს, რომ ორგანიზაცია მზად არის, გამოყოს დამატებითი დაფინანსება ქართული კომპანიებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის შედეგად ფინანსური ზარალი მიიღეს. 

"საქართველოს მთავრობამ, ახლახან, ეკონომიკის მხარდასაჭერად, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება და გულისხმობს ბანკების მიერ შეღავათების დაწესებას სესხების გადახდის რესტრუქტურიზაციისათვის და ბიუჯეტიდან გამოყოფილ დახმარებას.

EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ 1 მილიარდი ევროს ოდენობით არსებული კლიენტებისთვის 38 ეკონომიკაში, მათ შორის, საქართველოში.

ერთობლივი ძალისხმევა იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო ზარის მთავარი თემა. EBRD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკი გამოყოფს გადაუდებელ დაფინანსებას ადგილობრივი კომპანიების მხადასაჭერად კორონავირუსის გავრცელების შედეგებთან საბრძოლველად.

ივანე მაჭავარიანი: „ევროპის რეკონსტრუქტიისა და განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ იმ უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ბანკმა მოახდინა საქართველოს მხარდასაჭერად. EBRD-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ხელს შეუწყობს COVID-19 გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა. მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას მუდმივი თანადგომისათვის. იმედს გამოვთქვამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, საქართველოს ეკონომიკა შეძლებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით უპასუხოს ამ გლობალურ გამოწვევას“.

თავის მხრივა, მატეო პატრონიმ დადებითად შეაფასა EBRD-სა და სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც მთავრობა დგამს კრიზისთან გასამკლავებლად. პატრონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მტკიცე ვალდებულება ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით, კრიზისის დროს.

მატეო პატრონი: „გადაუდებელი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, EBRD-მა შექმნა „გამძლეობის ჩარჩო”, რათა უზრუნველყოს დაფინანსება EBRD-ის არსებული კლიენტებისთვის, რომელთაც მყარი ბიზნეს საფუძვლები აქვთ და დროებით საკრედიტო სირთულეებს განიცდიან. უფრო ზოგადად, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ძალისხმევა, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ეკონომიკის მხარდასაჭერად“.

კრიზისების დროს, EBRD მხარდაჭერას აფართოებს. 2008 წლის კრიზისის გამოცდილების გათვალისწინებით, ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფინანსურ სექტორს. კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზე, ბანკი უზრუნველყოფს ლიკვიდურობის დიდ დოზას საბანკო სექტორისათვის.

იმის გამო, რომ საქართველო ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, EBRD–ის მხარდაჭერა მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა გადაუდებელი ლიკვიდურობა, სამუშაო კაპიტალი და ვაჭრობის დაფინანსება. ბანკი თანამშრომლობს დიდი ხნის პარტნიორ კომერციულ ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორისათვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, დაფინანსებაზე წვდომას.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს რამდენიმე პროექტის შემუშავების დაჩქარების შესაძლებლობა სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ბანკი ამჟამად მუშაობს ახალი პროგრამაზე, რათა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს წვდომა გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე. EBRD, ასევე, მუშაობს ელექტრომომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე განახლებადი ენერგიის წარმოების სექტორის შემდგომი მხარდაჭერისათვის.

EBRD, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტორთა საბჭოს საშუალებით კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში, კერძო სექტორის რეალური და დაუყოვნებელი საჭიროებების შეფასების მიზნით.

EBRD უზრუნველყოფს ბიზნეს კონსულტაციებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ბანკმა მხარი დაუჭირა 1400-ზე მეტ კომპანიას შესრულების ხარისხის და ზრდის კუთხით. ის ეძებს გზებს ამ აქტივობების გასაძლიერებლად მცირე და საშუალო ბიზნესის კრიზისის დასაძლევაში დახმარების მიზნით.

EBRD ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის," - ნათქვამია განცხადებაში.