მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD და EU ეროვნული ბანკის ინიცირებულ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მხარს უჭერს

602635d6c89ce
ინგა მურუსიძე
12.02.21 12:47
766
ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას გაუწევს მხარდაჭერას. როგორც bm.ge-ს სებ-დან აცნობეს, პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების მობილიზებაში დაეხმარება.

"პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის საჭიროებაზე მორგებულ საკონსულტაციო სერვისების/მომსახურებების მიწოდებას ან/და ფინანსურ მხარდაჭერას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის მოპოვება, კორპორაციული მმართველობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საჯარო ემისიის პროსპექტის მომზადება და სხვა", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
(NS)