მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძის განცხადებით, უპირბადოდ ყოფნის ყველა შემთხვევას რეაგირება მოჰყვა

5f8d61adbe657
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.20 14:13
874
“უხერხულია შეიყვანოთ ხალხი შეცდომაში. იყავით პოზიტიურები და არ მოიტყუოთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში", - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით. მერის განცხადებით, რეაგირების გარეშე არცერთი შემთხვევა არ არის დარჩენილი. კალაძის თქმით, ავტობუსი არ იძვრება თუკი რომელიმე მგზავრს პირბადის ტარების წესი აქვს დარღვეული.

“მეტროში საპატრულო პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს პირბადეებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი კონტროლი, იგივე არის ავტობუსებშიც. პირბადის გარეშე ასულ ადამიანზე მაშინვე არის მოთხოვნა, რომ პირბადე გაიკეთოს. არგაკეთების შემთხვევაში ავტობუსი არ იძვრის და ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება.

მე არ მაქვს მსგავსი შემთხვევა, თუ გაქვთ ეგეთი შემთხვევა მოგვაწოდეთ და შესაბამისი რეაგირება იქნება. ფოტომასალა არ მინდა, რეაგირება რომ არ მოჰყვა ის მომაწოდეთ. მაჩვენეთ შესაბამისი მასალა.

თქვენ რომ მისმევთ ახლა შეკითხვას, ამას ხომ იღებს ახლა ყველა ტელევიზია, ცდილობთ, რომ მეც და საზოგადოებაც შეიყვანოთ შეცდომაში. მეუბნებით, რომ არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მგზავრს პირბადე არ უკეთია და ავტობუსი იძვრება. ამიტომ უხერხულია შეიყვანოთ ხალხი შეცდომაში, როდესაც ყველა ვებრძვით ამ ვირუსს. იყავით პოზიტიურები და არ მოიტყუოთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ეს იქნება ჩემი თხოვნა", - განაცხადა კახა კალაძემ.