მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse აშშ-ში აქტივების მართვის დეპარტამენტს ყიდის

634e5827f0dd5
გიორგი თოლორდავა
18.10.22 11:58
515
Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

უძველესი შვეიცარიული ბანკის პორტფელის ნაწილის გაყიდვა პირდაპირ კავშირშია Credit Suisse-ის მენეჯმენტის ახალ სტრატეგიასთან, რომელიც ბანკის რესტრუქტურიზაციას და პროფილის შეცვლას გულისხმობს.

გარდა ახალი სტრატეგიისა, გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ აშშ-ის მარეგულირებელი Credit Suisse-ის მიმართ მიდგომას მნიშვნელოვნად ამკაცრებს, გასულ თვეს კი ბანკის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რაც აშშ-ში ოპერირების რისკებს საგრძნობლად ზრდის.

ინვესტორების შეფასებით, აშშ-დან გასვლას Credit Suisse-ისთვის პოზიტიური გავლენა ექნება, რადგან აღნიშნული ბაზარი შვეიცარიული ბანკისთვის წამგებიანია, მის შენარჩუნებაზე კი ყოველწლიურად დიდი რაოდენობით რესურსები იხარჯება.

წარმატებით შეძლებს თუ არა კომპანია აქტივების მართვის დეპარტამენტის გაყიდვას, ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე არც გარიგების სავარაუდო ღირებულებაა გასაჯაროებული.