მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: ინვესტორები, სავარაუდოდ, დაკვირვების რეჟიმში გადავლენ, რადგან მომავალ წელს არჩევნებია

5def4558a83ca
ლევან თაღიაშვილი
11.12.19 09:45
890
საქართველოს საინვესტიციო გარემოს EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი bm.ge-ისთან აფასებს. მისი განცხადებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველო საინტერესოა, თუმცა მომდევნო წელს ისინი დიდი ალბათობით მოლოდინის რეჟიმში გადავლენ და არჩევნების შედეგებს დაელოდებიან.

EBRD-ის რეგიონალური ხელმძღვანელის თქმით, ეს დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს.

„საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს არჩევნები იმართება, შესაძლოა, ინვესტორთა გარკვეული ნაწილი მოლოდინის რეჟიმში გადავიდეს და გადაწყვეტილების მიღებას დაელოდოს. ეს ნორმალური მდგომარეობაა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება. ყველგან, იმ წელს, როცა არჩევნები იმართება, მსგავსი პროცესები მიდის. ეს არ უნდა აღიქვათ როგორც რაიმე ცუდის ნიშანი, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მსგავსი მოვლენები დამახასიათებელია", - აღნიშნა ჰანსენმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 417.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია.