მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის $5-მილიონიანი სესხით ბაკურიანის ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

5f2007807b656
BM.GE
28.07.20 15:20
1309
EBRD-ის მიერ გამოყოფილი $5-მილიონიანი სესხით ბაკურიანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება. ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურიანის განახლების პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის დაგეგმილია ახალი საქალაქო ტრანსპორტის შეძენა, ასევე, მრავალფუნქციური მძიმე ტექნიკის, მათ შორის თოვლსაწმენდების შეძენაც. 

"აღნიშნული თანხით მოხდება ქუჩების საწმენდი მძიმე ტექნიკის შეძენა, ასევე, ახალი ნაგავმზიდების და 10 თანამედროვე ავტობუსის შეძენა. 

ახალი ავტობუსები ზამთრის კურორტის მაცხოვრებლებსა და მოსახლეობას უფრო კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემენ, ამასთან, ტექნიკის განახლებით შემცირდება მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ გამოყოფილი ემისიების მოცულობაც", - ნათქვამია EBRD-ის ვებგვერდზე.

ბაკურიანის განვითარების პროექტის შესახებ საუბრობს სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენიც, რომელიც ამბობს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის და სხვა სერვისების განვითარება ქვეყნის რეგიონული განვითარების მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. ამასთან, კატარინა ბიორლინ ჰანსენი ამბობს, რომ საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროექტში EBRD აქცენტს გენდერული ბალანსის ხელშეწყობაზეც გააკეთებს.