მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის პრეზიდენტი BMG-ს ესტუმრა

632223fd73909
ნინი ლონგურაშვილი
15.09.22 10:43
1150
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდა. ოდილ რენო-ბასოს საქმიან განრიგში "ბიზნეს მედია საქართველოში (BMG) სტუმრობაც მოხვდა.

BMGtv-ში ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და რეგიონში პირველი ბიზნესტელევიზიის გუნდის წევრების გაცნობა, ბიზნესჰოლდინგის სამომავლო გეგმებზე საუბარი და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ისაკაძესთან. ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოსა და რეგიონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გეგმებია.

"EBRD-ის პრეზიდენტის  ვიზიტი მნიშვნელოვანია BMG-ისთვის, რადგან ოდილ რენო-ბასოს სტუმრობა ნათლად აჩვენებს, რომ ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიცაა EBRD, ენდობა ჩვენს გუნდს, ენდობა მათ პროფესიონალიზმს და BMG-ში შექმნილ კონტენტს", - ამბობს BMG-ს დამფუძნებელი და Forbes Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე. 



“ძალიან შთამბეჭდავია თქვენი ბიზნესმედიის პროექტის მნიშვნელობაც და მისი მასშტაბიც; ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მნიშვნელოვანია, ასევე ბიზნესის გაშუქება, ბიზნესის წარმოების კარგი პრაქტიკის და საუკეთესო მოდელების წახალისება. ასევე მნიშვნელოვანია, ავხსნათ და განვმარტოთ, რა ხდება დღეს ეკონომიკაში, როგორ ართმევენ თავს ქვეყნები გამოწვევას, მათ შორის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ და ასევე, დღეს არსებულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. ამდენად მიმაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ბიზნესზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს გაიაროს ადაპტაცია და მოერგოს არსებულ სიტუაციას", - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

გიორგი ისაკაძის ექსკლუზიური ინტერვიუ EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან, შეგიძლიათ ნახოთ BMG-ის ყველა პლატფორმაზე.



ოდილ რენო-ბასო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტად 2020 წელს დაინიშნა. EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში სულ სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, მათგან ერთადერთი ქალი სწორედ ის იყო. იქამდე, ოდილ რენო-ბასო საფრანგეთის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ოდილ ბასო 2016 წლამდე საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის - Caisse des dépôts et consignations-ს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი ის ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.