"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ სამუშაოს მაღალი ხარისხი, რაც ამ წლებში ინვესტორთა საბჭომ გასწია" - BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, ქართული კერძო სექტორისთვის ინვესტორთა საბჭოს მაკოორდინირებელმა ფუნქციამ არაერთი რეფორმის განხორციელებას შეუწყო ხელი.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ სამუშაოს მაღალი ხარისხი, რაც ამ წლებში ინვესტორთა საბჭომ გასწია და ის ხარისხიანი კომუნიკაცია, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან შედგა. ვფიქრობ, ინვესტორთა საბჭოს წევრების ჩართულობა სხდომებში მაღალია და საბოლოოდ, მიიღება სრულიად კონკრეტული წინადადებები, რომლებიც შემდეგ რეფორმებს ედება საფუძვლად. რა თქმა უნდა, ყოველთვის სასარგებლოა, მთავრობას ესმოდეს ბიზნესის ხმა და ასევე, ყველა ჩართულმა მხარემ - მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც - კარგად ვიცოდეთ, რა საჭიროებები აქვთ კომპანიებს, რადგან მხოლოდ სწორედ ამ კონკრეტული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევძლებთ სწორი პასუხების პოვნას და მათთვის შეთავაზებას. ძალიან ვამაყობ იმით, თუ რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, მაგალითად, შევძელით, სესხები ლარში გაგვეცა და ამით კომპანიები გაცვლით კურსთან დაკავშირებული რყევებისგან დაგვეცვა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ეფექტური, ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება.
ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის საკონსულტაციო სერვისები გავაფართოვეთ და ამით, მათ დღეს არსებულ კრიზისში ნავიგაცია გავუმარტივეთ - როგორ შეიძლება განავითარონ ციფრული საქმიანობა, როგორ შეიძლება მოიზიდონ ახალი კლიენტები და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტული პასუხია გამოწვევებზე. იმისთვის, რომ ჩვენი კლიენტების განვითარებას შევუწყოთ ხელი, ცხადია, პირველ რიგში, მათ უნდა მოვუსმინოთ", - აღნიშნავს ოდილ რენო-ბასო.
ინვესტორთა საბჭო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმაა. საბჭოს საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს და მასში შედის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესასოციაციები, დონორები. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შექმნას. საბჭოს სხდომები წესით წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ იმართება. გასულ წელს საბჭო 3-ჯერ შეიკრიბა, 2019 წელს კი მხოლოდ ერთხელ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი