"განათლების რეფორმა; ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და სასამართლო სისტემის გამართვა - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი რეფორმებისთვის,"- BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, საქართველომ როგორც რეფორმების, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობის და ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის მუშაობა უნდა გააგრძელოს.
“ვხედავთ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ჩვენი პროგნოზით, აღდგენას 2021 წელს დაიწყებს და ეს აღდგენა, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ სწრაფი უნდა იყოს - თუმცა, აქაც, რა თქმა უნდა, ბევრი გაურკვევლობაა: ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებულია პანდემიის განვითარებაზე და არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე - მნიშვნელოვანია რა სიტუაცია იქნება სხვა ქვეყნებში, სამეზობლოში და გლობალურად; ევროპაში და მის მიღმა.
დღეს პირდაპირი ეფექტი და დიდი გამოწვევა საქართველოსთვის არის ის, რომ ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ვფიქრობ, ეს ხსნის საქართველოში 2020 წელს არსებულ ეკონომიკურ რეცესიას. იმისთვის, რომ აღდგენა სწრაფად მოხდეს, ვფიქრობ, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე - კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე: დღეს კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გადის საბანკო სექტორზე და ამ სექტორზე დამოკიდებულება ძალიან მაღალია. ფონდებთან დაკავშირებით კანონმდებლობა უკვე არსებობს და ეს კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს გზა უნდა გაგრძელდეს.
მეორე პრიორიტეტი, ვფიქრობთ, უნდა იყოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება საქართველოში. ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა საქართველო უკეთ დაკავშირებული იყო გარე სამყაროსთან. განათლების რეფორმა; ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და სასამართლო სისტემის გამართვა - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი რეფორმებისთვის. დარწმუნებული ვარ, მთავრობა მოწადინებულია ყველა ამ მიმართულებით მიაღწიოს წარმატებას და ეს დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას გაჯანსაღებაში, აღდგენაში ამ დიდი კრიზისის შემდეგ, რის მომსწრეებიც გავხდით 2020 წელს”- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან გამართული ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, BMG-სთან განაცხადა, რომ მას მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი