“ძალიან ვამაყობ იმით, თუ რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით” - BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, ქართული კერძო სექტორისთვის ლარის საკრედიტო რესურსის მიცემით, EBRD-მა ბიზნესის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ბიზნესის მხარდაჭერის კიდევ ერთ მექანიზმად ოდილ რენო-ბასო ინვესტორთა საბჭოს ასახელებს და ამბობს, რომ საკოორდინაციო უწყებამ უკანასკნელ წვლებში მნიშვნელოვან რეფორმებში შეიტანა წვლილი.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ სამუშაოს მაღალი ხარისხი, რაც ამ წლებში ინვესტორთა საბჭომ გასწია და ის ხარისხიანი კომუნიკაცია, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან შედგა. ვფიქრობ, ინვესტორთა საბჭოს წევრების ჩართულობა სხდომებში მაღალია და საბოლოოდ, მიიღება სრულიად კონკრეტული წინადადებები, რომლებიც შემდეგ რეფორმებს ედება საფუძვლად. რა თქმა უნდა, ყოველთვის სასარგებლოა, მთავრობას ესმოდეს ბიზნესის ხმა და ასევე, ყველა ჩართულმა მხარემ - მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც - კარგად ვიცოდეთ, რა საჭიროებები აქვთ კომპანიებს, რადგან მხოლოდ სწორედ ამ კონკრეტული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევძლებთ სწორი პასუხების პოვნას და მათთვის შეთავაზებას. ძალიან ვამაყობ იმით, თუ რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, მაგალითად, შევძელით, სესხები ლარში გაგვეცა და ამით კომპანიები გაცვლით კურსთან დაკავშირებული რყევებისგან დაგვეცვა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ეფექტური, ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება.
ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის საკონსულტაციო სერვისები გავაფართოვეთ და ამით, მათ დღეს არსებულ კრიზისში ნავიგაცია გავუმარტივეთ - როგორ შეიძლება განავითარონ ციფრული საქმიანობა, როგორ შეიძლება მოიზიდონ ახალი კლიენტები და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტული პასუხია გამოწვევებზე. იმისთვის, რომ ჩვენი კლიენტების განვითარებას შევუწყოთ ხელი, ცხადია, პირველ რიგში, მათ უნდა მოვუსმინოთ,”- აღნიშნავს ოდილ რენო-ბასო.
EBRD-მა ქართულ საბანკო სისტემას მწვანე ენერგეტიკის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გასაზრდელად ლარის ფინანსური რესურსები გამოუყო, რასაც EBRD-ის მხრიდან ლარის ბონდების გამოშვების სახე ჰქონდა. ბანკები მიღებული დაფინანსებით ეროვნულ ვალუტაში მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტებას ახდენენ.
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი