მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის რეგიონული დირექტორი: საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაიზარდოს საპორტო გამტარიანობა

5e382885d9a5a
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.20 18:07
1294
"საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაიზარდოს არსებული საპორტო გამტარიანობა. საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა თუ როგორ წარიმართება ამ მიმართულებით პროცესები", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ჰანსენის თქმით, ის უშუალოდ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგანაც სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის დავის პერიოდი მიმდინარეობს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ანაკლიასთან დაკავშირებით არის დავის პერიოდი, შესაბამისად, ანაკლიასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მთავრობისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, საბჭოს ფორმატში გამართული შეხვედრები ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"დღეს განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რომელზე მუშაობასაც ინვესტორთა საბჭო გეგმავს. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა, რომელზეც აღნიშნული საკითხების განხილვა ხდება. რათა ბიზნესკლიმატი გავხადოთ იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე ის არის დღეს. შესაბამისად, იყო საკითხების ფართო სპექტრი, ფარმაცევტული სფეროდან დაწყებული, კანონმდებლობის დახვეწით დასრულებული. ჩვენი აზრით, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინტერესების თანხვედრის შემტხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესის საწინდარი გახდეს", - ამბობს EBRD-ის რეგიონული დირექტორი.