მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი BMG-ის ესტუმრა

63c6c471d88ea
BM.GE
17.01.23 19:54
559
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი იმყოფება. მან და EBRD-ის მაღალი დონის დელეგაციამ შეხვედრები გამართეს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტეების რეგიონულ ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან.

დღესვე EBRD-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა 50.6 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თბილისში 12 მეტროს სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.

ხელმოწერილის შემდეგ, მარკ ბოუმენმა ვრცელი ინტერვიუ მისცა BMGTV-ის, რომელსაც მაყურებელი ჩვენს ეთერებში იხილავს, როგორც - ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე.

ამ ვიზიტს წინ უძღოდა EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასული წლის სექტემბერში შედგა. მაშინ ოდილ რენო-ბასო BMG-საც ეწვია. 

.