04.იანვარი .2020 13:21

EBRD-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერია

views 806
უკან

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერია, - ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა სერგეი გურიევმა, პოსტსაბჭოტა ქვეყნების განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი პრობლემაა (ბალტიისპირეთის გამოკლებით), თუმცა საქართველო გატარებული რეფორმების შედეგად ამ ქვეყნებს შორის ლიდერია.

„პოსტსაბჭოთა სივრცე, ეს არის ქვეყნები, რომლებშიც ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ ქვეყნებს შორის ყველა მაჩვენებლის გათვლისწინებით, საქართველო კვლავ ლიდერად რჩება. საქართველოში გატარებულია რეფორმები, რომელებიც, სამწუხაროდ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირა ქვეყნებს, არ გატარებულა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რეფორმების ტემპი შენელებულია, მაგრამ სახლემწიფო მმართველობის დონის, კონკურეტუნარიანობის, გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობის მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანამ ისეთ დიდ პროგრესს მიაღწია, რომ საქართველო, კვლავ ლიდერის ადგილს ინარჩუნებს“, - ამბობს სერგეი გურიევი.

სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებისას, EBRD-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი საუბრობს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეფორმების გატარების ტემპი შენელებულია, ქვეყანაში წინა მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმები ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმები არ იყო წარმატებული, იმიტომ რომ ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას მართავდა ძალაუფლება დაკარგა. სინამდვილეში საქართველო ძალიან საინტერესო მაგალითია იმის, რომ რეფორმები სწორედ იმიტომ იყო წარმატებული, რომ მათი უმრავლესობა წინა მთავრობის ოპონენტებს არ შეუცვლიათ. თვითონ ის ფაქტი რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები წააგო, ადასტურებს ამ ცვლილებების დემოკრატიულ ხასიათს“, - აღნიშნა გარდამავალი ეკონომიკის სპეციალისტმა.

სერგეი გურიევი ამბობს, რომ ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით აღებულმა კურსმა, მოსახლეობის ცხოვრების დონე პოზიტიური კითხით შეცავა და ეს მისი საქართველოში სტუმრობის დროსაც ნათლად დაინახა.

„საქართველოში შეინიშნებოდა არამხოლოდ ცალკეული პირების შემოსავლების ზრდა, არამედ საზოგადოების საკეთილდღეოდ ინვესტიციების ზრდა", - ამბობს სერგეი გურიევი. ~

სერგეი გურიევი პოსტ-საბჭოთა სივრცისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა