მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკებისთვის €1 მილიარდს გამოყოფს

5e6f25bdf2dc8
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.20 11:11
1181
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მისი ბენეფიციარი ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაზეც კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა, სპეციალურ დაფინანსების €1-მილიარდიან პაკეტს გამოყოფს. ამ დაფინანსების ბენეფიციარები როგორც - სახელმწიფოები, ასევე კერძო იქნებიან. 

EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩარკაბარტი:

"კორონავირუსის პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები EBRD-ისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის უპრეცედენტო მოცულობის გამოწვევას წარმოადგენს. 

ამ გამოწვევის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ბანკი აფუძნებს სპეციალურ დაფინანსების პაკეტს, რომლის მოცულობაც €1 მილიარდი იქნება და ის ჩვენს არსებულ კლიენტებზე გადაუდებელი დაფინანსების სახით გაიცემა."

დაგეგმილი ნაბიჯები მათ შორის არსებული სესხების რესტრუქტურიზაციას - მათი ვადიანობის გახანგრძლივებას, ასევე სხვა პირობების შეცვლასაც ითვალისწინებს. მათ შორისაა სესხების ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაცია. 

ამასთან EBRD აღნიშნავს, რომ ბანკის ეკონომისტების შეფასებით, კორონავირუსის პანდემია საფინანსო ინსტიტუტის ბენეფიციარ რეგიონებში - კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური აქტივობის შენელებას გამოიწვევს.