მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა "თიბისი ბანკს" $100 მილიონის დაფინანსება გამოუყო

5ef1c35bf2a93
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.20 12:55
1289
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეს საქართველოს უმსხვილესი ბანკის - თიბისი ბანკისთვის $100-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება.

EBED-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსებას ბანკი ორი თანაბარი ზომის ტრანშის მეშვეობით მიიღებს და ის "თიბისისთვის" ხელმისაწვდომი იქნება როგორც ლარში, ასევე - აშშ დოლარში. 

EBRD-ის განცხადების მიხედვით, "თიბისი ბანკი" მიღებულ დაფინანსებას COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საკუთარი საკრედიტო დაფინანსების გასაზრდელად გამოიყენებს, კონკრეტულად კი, თანხით მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების დაფინანსება არის განსაზღვრული.