მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: "მნიშვნელოვანია, დოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს"

5d9b091b128e1
ელენე კვანჭილაშვილი
07.10.19 14:35
910
„სტაბილური ეროვნული ვალუტა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. აქ დოლარიზაციის მაღალ ხარისხს ვაკვირდებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემცირდეს“, - ამბობს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებით, განვითარების ბანკის მთავარ როლს ძირითადად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით ხედავს.

იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკასთან" იმასაც ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

„გაუფასურება დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ ლარის, არამედ ბევრი სხვა ვალუტის შემთხვევაშიც და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რა ვითარებაა საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო ქვეყნებში - მაგალითად, თურქეთში ან რუსეთში - უნდა ვთქვათ, რომ ყველა გაურკვევლობის მიუხედავად, ლარმაც და ქვეყნის ეკონომიკამაც საკმაო გამძლეობა აჩვენა“, - ამბობს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ უახლესი მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკური ზრდა 5.8% იყო, ხოლო 8 თვეში საშუალო ზრდა - 5%.