30.სექტემბერი .2019 10:50

EBRD: მთავარი გამოწვევაა, [EBRD-ის] ინვესტიციების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება

views 157
უკან

"დღესდღეობით ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ამ ქვეყანაში - 3.4 მილიარდის ღირებულების ჯამური ინვესტიციით, 235 პროექტში", - ამბობს იურგენ რიგტერინკი, EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი "ანალიტიკა"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ეს ამ რანგში მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ერთ სულზე ინვესტიციებით საქართველოს, იბიარდის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

"ეს მაჩვენებელი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვოპერირებთ ამ ქვეყანაში", - ამბობს იურგენ რიგტერინკი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე EBRD-ი საქართველოში აქტიურობს ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში, მათ შორის: ფინანსური, ენერგეტიკის, წარმოება და ა.შ.

"ამდენად, მთავარი გამოწვევა არის სწორედ ინვესტიციების არსებული დონის შენარჩუნება, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე. ეს კი მხოლოდ სტაბილური საინვესტიციო კლიმატის პირობებში იქნება შესაძლებელი", - ასეთია EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია.