06.მარტი .2020 14:26

EBRD მზადაა, ანაკლიის პორტის ინვესტორის მოძიების გაიოლებაში დაგვეხმაროს - მაია ცქიტიშვილი

views 336
უკან

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის გეგმა ანაკლიის პორტის განვითარებაა.

„ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით, ახლა კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უკეთაა ინვესტორებთან მუშაობაში სპეციალიზებული, მუშაობს ახალ პირობებზე.

ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და კონსულტანტების მეშვეობით დაგვეხმაროს, რათა მომავალში გაიოლდეს ინვესტორის მოძიება. როგორც იცით, გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშოები და ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ანაკლიის პორტს ჩვენს მაგისტრალებს დააკავშირებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა